საზოგადოება
დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ოფიცილურად დღეიდან იწყება.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველის მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. "ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრიან ზონაში, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში. გარემოს დაცვის სამინისტრო მოგიწოდებთ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იმოქმედოთ ნადირობისთვის ნებადართულ ტერიტორიებზე და დაიცვათ ის მოთხოვნები, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2016 წლის 1 მარტს დასრულდება", - აცხადებენ სამინისტროში.
გაზიარება
მასალის გამოყენების პირობები