ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ზაზა სოფრომაძის განცხადებით, პენსიების ცვლილება 1 სექტემბრიდან ძალაში შედის.
"ასაკით პენსიონერების პენსია 160 ლარი გახდება. მომავალი თვის 15 რიცხვიდან, ყველა პენსიონერი გაზრდილ პენსიას მიიღებს. ამისთვის 30 მილიონი ლარია წელიწადში დამატებით საჭირო, რაც უკვე გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ამასთან, პენსიონერებისთვის გამოყოფილია ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო სადაზღვევო პაკეტი, რის შედეგადაც გაიზარდა პენსიონერთა სიცოცხლის ხანგრძლივობა. წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 703 ათასზე მეტი პენსიონერი გვყავს, მათი რიცხვი 17 ათასით გაიზარდა",- განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
მასალის გამოყენების პირობები