სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მასწავლებელი გაზრდილ ხელფასს მიიღებს, - ამის შესახებ განათლების სამინიტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, მასწავლებლების საბაზო ხელფასი 50-ლარით გაიზრდება. ამის გარდა მეორე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 160 ლარის ოდენობით, მესამე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 250 -ლარის ოდენობით, მეოთხე საფეხურის მასწავლებელი კი მიიღებს დანამატს 300 ლარის ოდენობით.
განათლების სამინისტროს ცნობით, 2016 წლის 1 აპრილიდან, მასწავლებლის საბაზო ხელფასი გაიზრდება კიდევ 50 ლარით. ამის გარდა მეორე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 180 ლარის ოდენობით. მესამე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 270 ლარის ოდენობით, მეოთხე საფეხურის მასწავლებელი მიიღებს დანამატს 400 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები