21 სექტემბრიდან ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ვაკანსიების კვირეულს გამართავს. სააგენტოს ცნობით, 22 სექტემბრიდან, კვირეულის ფარგლებში, სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ პოტენციურ დამსაქმებელებს კონკრეტულ ვაკანსიასთან დაკავშირებით უშუალოდ გაესაუბრონ. "მასში მონაწილეობის მისაღებად სამუშაოს მაძიებლები, პირველ რიგში რეგისტრირებულნი უნდა იყვნენ დასაქმების პორტალზე worknet.gov.ge, ხოლო უშუალოდ ვაკანსიების კვირეულში მონაწილეობის მისაღებად უნდა ეწვიონ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდს - www.ssa.gov.ge-ს, შემდეგ კი, სპეციალური ბანერის მეშვეობით ვაკანსიების კვირეულზე დარეგისტრირდებიან. რეგისტრაცია ორშაბათს, 14 სექტემბერს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ პროგრამა სამუშაოს მაძიებლებისთვის კვირეულზე დასასწრებ სარეგისტრაციო ბარათს გასცემს. პირმა უნდა დაბეჭდოს ბარათი და მასზე მითითებული იქნება კონკრეტული პირისთვის გასაუბრებაზე მისვლის დრო და ადგილი. გასაუბრებაზე მისვლისას პირმა თან უნდა იქონიოს სარეგისტრაციო ბარათი, პირადობის მოწმობა, ასეევე CV-ის რამდენიმე ეგზემპლიარი. ყველა პირი კვირეულზე მისთვის განკუთვნილ დროზე უნდა გამოცხადდეს", - განმარტავენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. ვაკანსიების კვირეულისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პორტალს - worknet.gov.ge-ს უკვე აქვს 500-მდე ვაკანსია თბილისსა და კახეთში 170-მდე კომპანიიდან. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ვაკანსიების მოძიების პროცესი გრძელდება და უახლოესი კვირის განმავლობაში მას სავარაუდოდ კიდევ ახალი ვაკანსიები დაემატება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები