რუბრიკები
„ვინ მოკლა ილია...“ - ფილმის პრემიერა მთავარი გმირის, კოტე თოლორდავას გარეშე...
ქართველი მსახიობი, კოტე თოლორდავა, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ფილმში "ვინ მოკლა ილია" მთავარ როლს ასრულებდა. ფილმის სატელევიზო პრემიერა, დღეს 21:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით შედგება. მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი კოტე თოლორდავამ შეასრულა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმში მონაწილეობა გოგი ქავთარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, პაატა მხეიძემ, ირაკლი ჩოლოყაშვილმა, ზაზა იაქაშვილმა და სხვებმა მიიღეს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მუსიკალურად ნიაზ დიასამიძემ გააფორმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - "ვინ მოკლა ილია..." გადაღება შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2013 წელს დაიწყო. ფილმის ავტორების მიზანი იყო 1907 წლის 12 სექტემბერს საბედისწერო მოვლენების განვითარების არამხოლოდ მხატვრული ხერხებით ჩვენება. საზოგადოება ფილმის ხილვისას ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნობა, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული. წყარო: ipress.ge
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.