რუბრიკები
პორტის მშენებლობით დაინტერესებული უცხოელი ინვესტორები ანაკლიას სტუმრობდნენ (ვიდეო)
ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულმა უმსხვილესმა ჩინურმა პორტ-ოპერატორმა „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალის“ წარმომადგენლებმა ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს. ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, ანაკლიის ტერიტორია ჩინეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იუე ბინმა და მისმა ეკონომიკურმა ატაშემ ლიუ ბომ დაათვალიერეს. ინვესტორები პორტის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“ (Qingdao Port International Ltd.) - ჩინეთის ქალაქ ჩინდაოს უმხვილესი პორტ-ოპერატორია, რომელიც გამოთქვამს დაინტერესებას, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ერთად მონაწილეობა მიიღოს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ მოწვევა გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა საერთაშრისო და ადგილობრივმა კომპანიამ, რომელთაგან, სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით,  7 შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში”.  ტენდერში მონაწილე 7 კომპანიიდან ერთ-ერთია სწორედ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“, რომელიც წარმოდგენილია ორი კომპანიით „თიბისი ჰოლდინგითა“ და „კონტი ჯგუფით“. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ დაფინანსების მოძიების მიმართულებით Barclays Bank- თან თანამშრომლობს. წინასწარი გათვლებით, პორტის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, მთავრობის გათვლებით, 100 მლნ ტონა იქნება. თუმცა შვიდ ეტაპად გაწერილი მშენებლობის პირველი სამი ეტაპი, მშენებლობის დაწყებიდან 12 წლის ვადაში არანაკლებ 40 მლნ ტონა ტვირთის გამტარუნარიანობას უზრუნველყოფს (მესამე წელს  - 7 მლნ ტონა, მეშვიდე წელს - 20 მლნ ტონა და მეთორმეტე წელს არანაკლებ 40 მლნ ტონა). პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოგისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. გეგმის მიხედვით პორტის მშენებლობა 2016 წელს უნდა დაიწყოს. საქართველოში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში, „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „თიბისი ჰოლდინგი“  უმსხვილესი საინვესტიციო  ბიზნეს-ჯგუფია საქართველოში, რომელიც ქართველმა ბიზნზესმენმა მამუკა ხაზარაძემ პარტნიორებთან ერთად დააფუძნა. „თიბისი ჰოლდინგს“ განხორციელებული აქვს არაერთი ინვესტიცია ფინანსურ, უძრავი ქონებისა და სავაჭრო-სასაქონლო ბიზნესში. კომპანიის მიზანია, ისეთ ბიზნესებში ინვესტირება, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და სოციალურ კეთლდღეობას შეუწყობს ხელს. „კონტი ჯგუფი“( www.conticorp.com ) ამერიკული საინვესტიციო კომპანიაა წარმატების 100 წლიანი ისტორიით. ის არის გლობალური დეველოპერი, უმსხვილესი ინსუსტრიული და ინფრასტრუქტურული პროექტების ავტორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „კონტი ჯგუფი“ კურტ კონტის, ამერიკელი ბიზნესმენის ოჯახური ბიზნესია, რომელიც ცნობილია მშენებლობის „ოქროს სტანდარტით“ . პორტების მშენებლობაში „კონტი ჯგუფს“ 15 წლიანი გამოცდილება აქვს. „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“ 1892 წელს დაფუძნდა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალეფექტური პორტის ოპერატორი ჩინეთში, რომელიც მუშაობს სხვადსხვა ტიპის ტვირთებზე. ჩინდაოს პორტი მსოფლიოში მეშვიდე ადგილზეა (17 მილიონი TEU 2014 წელს) ტვირთების გამტარუნარიანობის თვალსაზრისით. “ჩინდაო პორტ ინტერნეიშნალი” ანაკლიის გავლით ჩინეთიდან აბრეშუმის გზაზე ვაჭრობის ახალ შესაძლებლობას შექმნის, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმამდე“ ანაკლიაში უკვე იმყოფებოდა BOUYGUES TRAVAUX PUBLICS S.A-სა და ANAKLIA PORT AND INDUSTRIAL ECO PARK (GEORGIA)-ს წარმომადგენლები.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.