რუბრიკები
რომის პაპის iPad-ი აუქციონზე 30 ათას დოლარად გაიყიდა
iPad-ი, რომელიც რომის პაპს ფრანცისკეს ეკუთვნოდა ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში, აუქციონზე 30, 5 ათას დოლარად გაიყიდა. როგორც Reuters,-ი იტყობინება, მიღებული შემოსავალი ადგილობრივ გაჭირვებულ ბავშვთა სკოლას მოხმარდება. აუქციონის სახლის Castells-ის მესვეურთა თქმით, მოგებული ფსონი ტელეფონით გაკეთდა. ამასთან კომპანიის წარმომადგენლებმა აუქციონის გამარჯვებულის ვინაობა არ დაასახელეს. მანამდე ფრანცისკემ პლანშეტი ურუგვაელ სასულიერო პირს გონსალო ემილიუსს გადასცა. მოგვიანებით მან iPad-ის გაყიდვა Sotheby's-სა და Christie’s-ის აუქციონების დახმარებით სცადა, მაგრამ მისი მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ამის შემდეგ სასულიერო პირმა პლანშეტის გაყიდვა ადგილობრივი აუქციონის მეშვეობით გადაწყვიტა. მოწყობილობის უკანა მხარეს დატანილია წარწერა His Holiness Francisco. Servizio Internet Vatican, March 2013 („მისი უწმინდესობა ფრანცისკე. ვატიკანის ინტერნეტ-სამსახური, 2013 წლის მარტი“). გაჯეტს აქვს სერთიფიკატი, რომელსაც ხელს აწერს რომის პაპის პირადი მდივანი ფაბიან პედაკიო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ფრანცისკეს პირადი ნივთები აუქციონზე გამოიფინა. 2014 წელს 260 ათას დოლარად გაიყიდა რომის პაპის კუთვნილი მოტოციკლი Harley Davidson-ი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.