რუბრიკები
წლის ყველაზე მდიდრული ქორწილი
ყვავილების თაიგულის ნაცვლად, პატარძალს ძვირფასი თვლებით გაწყობილი, ოქროს ”ყვავილების” თაიგული ეკავა "წლის ყველაზე მდიდრული ქორწილი" - სწორედ ასე უწოდა უცხოურმა მედიამ ბრუნეის სულთანის უმცროსი ვაჟის, 31 წლის აბდულ მალიკის ქორწილს. პრინცის რჩეული 22 წლის დაიანგკუ რაბიატული გახდა, რომელიც მანამდე სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობდა. "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, 11-დღიანი ქორწილი, რომელიც დღეს დასრულდება, მსოფლიოს ყველაზე დიდ სასახლეში გაიმართა. სასახლე ბრუნეის დედაქალაქ ბანდარ სერი ბეგავანში მდებარეობს და 1 788 ოთახისგან, 257 სააბაზანოსგან და 110 მანქანაზე გათვლილი პარკინგისგან შედგება. 6 ათას სტუმარს, რომელთა შორის სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლებიც იყვნენ, ნეფე-დედოფალი ოქროს ტახტრევნებში მჯდომი დახვდნენ. ყვავილების თაიგულის ნაცვლად კი პატარძალს ძვირფასი თვლებით გაწყობილი ოქროს თაიგული ეკავა, კრისტიან ლობუტინის ფეხსაცმელი კი მთლიანად სვაროვსკის ბროლის თვლებით იყო მოოჭვილი. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხსაცმელი 4 ათასი დოლარი ღირს. ქორწილის მთლიანი ღირებულების დადგენა კი ექსპერტებმა ამ დრომდე ვერ შეძლეს, რადგან ქორწილი დღეს სრულდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.