სერიალ "სამეფო კართა თამაშის" მეხუთე სეზონის პრემიერა კვირას, 12 აპრილს შედგა და არხ HBO-ს ახალი რეკორდიც მოხსნა.
მეხუთე სეზონის პირველი ეპიზოდი თითქმის 8 მილიონმა ადამიანმა ნახა, რაც წინა სეზონთან შედარებით 1.4 მილიონით მეტია.
აღსანიშნავია, რომ ეპიზოდის მაყურებელთა უმეტესი ნაწილის ასაკი 25-დან 54 წლამდეა. ახალმა სეზონმა, პროექტის ისტორიაში, ყველაზე მაღალი რეიტინგი აჩვენა.
აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ მეხუთე სეზონის პირველი ოთხი ეპიზოდი ინტერნეტში გაიპარა და სულ რაღაც ერთ საათში 5 მილიონი ჩამოტვირთვა ჰქონდა.
სერიალი "სამეფო კართა თამაში", ჯორჯ მარტინის ფენტეზი-რომანის, "ყინულისა და ცეცხლის თამაშის" მიხედვითაა გადაღებული. 2014 წელს საკაბელო ქსელ HBO-ს ისტორიაში ყველაზე რეიტინგული პროექტი გახდა. სერიალის პოპულარობა კი დღითიდღე იზრდება. მას შემდეგ, რაც ჯორჯ მარტინის შემდეგი წიგნი გამოვა, არხი მეექვსე სეზონს გადაიღებს.
მასალის გამოყენების პირობები