კემბრიჯის ჰერცოგინიამ მეორე შვილი მომავალ კვირას უნდა გააჩინოს. ლონდონის წმინდა მარიას ჰოსპიტლის კერძო სამშობიარო ქეით მიდლტონს 10-პროცენტიან ფასდაკლების ბარათს აჩუქებს. როგორც The Daily Mail-ი იტყობინება,
ასეთ სასიამოვნო საჩუქარს კლინიკა მხოლოდ იმ ქალებს გადასცემს, რომლებიც იქ მეორედ მშობიარობენ.
2013 წელს სწორედ წმინდა მარიას სამშობიაროში მოევლინა ქვეყანას კემბრიჯის ჰრეცოგინიას პირველი პირმშო - პრინცი ჯორჯი. ბრიტანული გამოცემის ცნობით, კლინიკის ოროთახიანი პალატა 9 700 დოლარი ღირს, ფასდაკლებით კი სამეფო ოჯახს ის 8 600 დოლარი დაუჯდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი გოგონას ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები