ინგრედიენტები:
კარტოფილი 2 კგ
კვერცხი 2
ფქვილი 8-10 ს.კ
ზეთი 8 ს.კ
ხახვი 2 თავი
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. კარტოფილი გათალეთ და გახეხეთ. წვრილად გახეხეთ ხახვიც. კარტოფილს ზედმეტი წვენი გადაუწურეთ. შეურიეთ ათქვეფილი კვერცხი და ფქვილი. დაამატეთ მარილი და პილპილი. ბოლოს შეურიეთ 6 ს.კ ზეთი.
დარჩენილი ზეთი მოუსვით ფორმას და თუ რაიმე დარჩა ფორმაშივე ჩატოვეთ. გააცხელეთ ფორმა ღუმელში. შემდეგ გამოიღეთ და გადაიტანეთ კარტოფილი. გამოაცხვეთ ღუმელში 45-60 წუთი, სანამ ხრაშუნა, დაბრაწულ კანს არ გაიკეთებს. სუფრაზე მიიტანეთ მაშინვე, ულუფებად დაჭრილი.
შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი ყველი, დაახლოებით 350 გ. უხდება ყველი ჩედარი. შეურიეთ პირდაპირ უმ კარტოფილში და გამოაცხეთ როგორც რეცეპტშია მოცემული
მასალის გამოყენების პირობები