სლოვაკეთის მცხოვრებლები ძილის ხარისხში ლიდერები აღმოჩნდნენ, რეიტინგში ისინი ჩინელებსა და უნგრელებს უსწრებენ.
ექსპერტებმა, მობილური აპლიკაციით Sleep Cycle(ძილის ციკლი) ჩაატარეს გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც შეადგინეს რეიტინგი, თუ რომელ ქვეყანაში სძინავთ ყველაზე ხარისხიანად.
როგორც სპეციალისტებმა დაადგინეს, ყველაზე ადრე მსოფლიოში სამხრეთ აფრიკელები, დაახლოებით დილის 6:09 საათზე იღვიძებენ. ექსპერტების განცხადებით, ქვეყნების ორი მესამედი ყველაზე ნაკლებ დროს ლოგინში კვირაობით ატარებენ. ხოლო ქვეყნების 58%-ში ყველაზე კარგად ოთხშაბათობით სძინავთ.
საერთო ჯამში, ექსპერტებმა 47 ქვეყნიდან 941 ათასი ქალი და მამაკაცის 18-დან 55 წლამდე, ძილის რაციონი გამოიკვლიეს.
ქვეყნების, რომლებსაც ყველაზე ტკბილად სძინავთ, ათეული ასეთია:
1. სლოვაკეთი, 2. ჩინეთი, 3. უნგრეთი, 4. ჩეხეთი, 5. პოლონეთი, 6. შვეიცარია, 7. ტაივანი, 8. ავსტრია, 9. უკრაინა, 10. გერმანია.
საქართველო ტოპ-50-ის ნუსხაშიც არ არის წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები