სარა ჯესიკა პარკერი HBO – ზე 10 წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. ზუსტად ამდენი წელი გავიდა სერიალის “სექსი დიდ ქალაქში” დასრულებიდან. ახალ პროექტს, სადაც ულამაზესი ქალბატონი მთავარ როლს შეასრულებს “განქორწინება” ერქმევა.
სერიალის სიუჟეტი კვლავ ნიუ-იორკში განვითარდება. პარკერის გმირი ფრენცისი შუახნის ქალბატონია, რომელიც მეგობრების ზეგავლენით ქმარს, რობერტს შორდება. ფრენცისი მალე მიხვდება, რომ ცხოვრების ხელახლა დაწყება არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედდვით ჩანდა. პარალელურად რობერტი გაიგებს, რომ თანაცხოვრების პერიოდში ცოლი ღალატობდა და ახლა უკვე მას სურს განქორწინება.
განქორწინება კომედიური ჟანრის სერიალი იქნება, რომელსაც სარა ჯესიკა პარკერი თავადვე გაუწევს პროდუსერობას.
მასალის გამოყენების პირობები