ეპატაჟური ამერიკელი მომღერალი ნიკი მინაჟი თავის ბოიფრენდ მიკი მილანზე თხოვდება. როგორც The Daily Mirror-ი იტყობინება, ნიშნობა ორთვიანი ურთიერთობის შემდეგ შედგა.
მინაჟმა სოციალურ ქსელში უკვე გამოაქვეყნა ნიშნობის ბრილიანტის ბეჭდის ფოტო.
აღსანიშნავია, რომ მომღერალი არადროს უყვებოდა პრესას თავისი პირადი ცხოვრების შესახებ. 2014 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან საბოლოოდ დაადასტურა, რომ ჰყავს საყვარელი მამაკაცი, მაგრამ მისი ვინაობა არ გაუმხელია. 2014 წლის ბოლოს მინაჟმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 10 წელი დანიშნული იყო საფარი სემიუელსზე, მაგრამ 2014 წლის სექტემბერში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
მასალის გამოყენების პირობები