როგორც ცნობილია, მარკ ცუკერბერგის პროექტი - Internet.org-ი უფასო ინტერნეტის მიწოდებით ღარიბ ქვეყნებს ეხმარება. თუმცა როგორც ირკვევა, ცუკერბერგი ახალ პროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც უფასო ინტერნეტით სარგებლობას უკვე ევროპაც შეძლებს.
როგორც The Telegraph-ი Facebook-ის დამფუძნებელზე დაყრდნობით წერს, ევროპაში უფასო ინტერნეტზე წვდომა ექნება მას, ვისაც ამის საჭიროება უდგას.
როგორც ცუკერბერგმა აღნიშნა, ის პროექტ - Internet.org-ზე Facebook-ის ოფისში 50-60 საათს მუშაობს.
მასალის გამოყენების პირობები