ლოს ანჯელესის გრიფინის ობსერვატორიასთან კინოს, მოდის და შოუბიზნესის ვარსკვლავები Burberry-ს მოდის სახლის დაპირებული სიურპრიზის სანახავად შეიკრიბნენ. არავინ იცოდა კონკრეტულად რა ელოდებოდა.
ჩვენებას პირველი რიგებიდან მოდის ცნობილი კრიტიკოსები და VIP მომხმარებლები ადევნებდნენ თვალს. 700 მოწვეულ სტუმარს შორის იყვნენ სერ ელტონ ჯონი და ბექჰემების ოჯახი სრული შემადგენლობით. შოუს სიურპრიზი კი პოდიუმზე ცნობილი ბრიტანელი მსახიობისა და ტელეწამყვანის გამოჩენა გახდა. ჯეიმს კორდენმა მოდელის აპლუა მოირგო და პოდიუმზე ნაომი კემპბელის გვერდით გამოჩნდა.
ბრიტანული შოუს მოწყობით Burberry-მ ლოს–ანჯელესში ახალი მაღაზიის გახსნა აღნიშნა. ქალაქი, რომელსაც უკვე უწოდებენ მოდის მეოთხე დედაქალაქს, სულ მალე ტომ ფორდის და კრისტიან დიორის მოდის სახლების შოუებს ელოდება.
მასალის გამოყენების პირობები