ინგრედიენტები:
კეფირი 200 გ
მანანის ბურღული 200-250 გ
ქიშმიში 100 გ
1 ლიმონის ცედრა
ზეთი 50 მლ
კვერცხი 2
სოდა 1/2 ჩ.კ
შაქარი 80 გ
მომზადების წესი:
კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ, სანამ ფუმფულა მასას არ მიიღებთ. დაამატეთ კეფირი, სოდა, ლიმონის ცედრა და კიდევ გათქვიფეთ. შემდეგ დაამატეთ მანანის ბურღული და კვლავ ათქვიფეთ. შეათქვიფეთ ზეთი, ბოლოს კი დაამატეთ ქიშმიში.
მიღებული ცომი გადაიტანეთ საშუალო ზომის ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი.
მზა დესერტს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა.
მასალის გამოყენების პირობები