ზუგდიდში ასირიელი ქრისტიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა (ვიდეო)
18:24 / 19.04.2015
ზუგდიდში, მთავარ ხეივანთან, “ზუგდიდის განვითარების ცენტრის” მსმენელებმა და მასწავლებლებმა ასირიელი ქრისტიანების მხარდმჭერი აქცია გამართეს. მათი თქმით, ასირიელების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაუყონებლივ უნდა შეწყდეს.
“ჩვენ ვუერთდებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ასირიელებს. ვთვლით, რომ ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და ამაზე მსოფლიოს ადექვატური რეაგირება უნდა ჰქონდეს”, – თქვა “ზუგდიდის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა და საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ.
ცნობისთვის, ბოლო დროს, სოციალურ ქსელში ”აისისისა” და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ვიდეოები ვრცელდება, რომელშიც ტერორისტები ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს ხოცავენ. ისინი ქრისტიანებისგან სარწმუნოების შეცვლას მოითხოვენ, უარის შემთხვევაში- მათ კლავენ. ტერორისტული დაჯგუფების წევრები მსგავს კადრებს თავად იღებენ და შემდეგ ასაჯაროებენ.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები