Facebook-მა სექციის ”რას აკეთებთ ან რას გრძნობთ ახლა” აქტივობაში ”რას მიირთმევთ” ხინკალი დაამატა.
ახალი აიქონის მეშვეობით, ”ფეისბუქის” მომხმარებელს შეუძლია მეგობრებს გაუზიაროს, რომ კონკრეტულ მომენტში ხინკალს მიირთმევს.
ხინკლის დაგემოვნებას საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს უამრავი უცხოური გამოცემა ურჩევს. გარდა ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გახსნილ რესტორნებში ხინკალი დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ხინკლის მომზადების ტრადიციები სათავეს ფშავიდან, მთიულეთიდან და ხევსურეთიდან იღებს, თუმცა ფშაველებს მტკიცედ სწამთ, რომ მსოფლიოში თუ არა, საქართველოში ხინკალი მათგან გავრცელდა.
2013 წელს ჟურნალმა Demilked-მა ხინკალი მსოფლიოს ყველაზე კრეატიული და გემრიელი კერძების სიაში შეიტანა.
მასალის გამოყენების პირობები