ბევერლი ჰილზში Heritage Auctions-ის აუქციონზე ამერიკელი მსახიობის ვივიელ ლის კაბა გაიყიდა. მსახიობს ის ფილმში „ქარწაღებულნი“ სკარლეტ ოჰარას როლის შესრულებისას ეცვა.
ახალმა მფლობელმა სამოსი 137 ათას დოლარად შეიძინა.
როგორც Associated Press-ი იუწყება, აუქციონზე 150-ზე მეტი ნივთი ფილმიდან „ქარწაღებულნი“, ჯეიმს ტამბლინმა წარმოადგინა. წარსულში ის კინოსტუდია Universal Studios-ის გრიმის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
ტამბლინმა ფილმში გამოყენებული ნივთებისა და ბუტაფორიების შეგროვება 1960-იანი წლებიდან დაიწყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ვივიენ ლის კოსტიუმში მან მხოლოდ 20 დოლარი გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები