დიდ ეკრანებზე გამოსვლიდან მესამე კვირას „ფორსაჟი 7“ კვლავ კინოგაქირავების ლიდერია. მიმდინარე უქმეებზე ფილმმა 29 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. საერთო ჯამში, მსოფლიო მასშტაბით მისი მოგება 1 მილიარდ 152 მილიონ დოლარს უტოლდება, ამ მაჩვენებლით კი ის კინოს ისტორიაში ათ ყველაზე შემოსავლიან ფილმს შორის მეშვიდე პოზიციაზე განთავსდა და უკან მოიტოვა „ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარე“. დიდი ალბათობით ფილმი მალევე ჩამოიტოვებს „რკინის კაცს“ (1 მილიარდ 215 მილიონი დოლარი) და „გაყინულს“ (1 მილიარდ 274 მილიონ დოლარი).
მასალის გამოყენების პირობები