ზუგდიდში დევნილებმა საპროტესტო აქცია გამართეს (ვიდეო)
16:32 / 20.04.2015
ზუგდიდში დევნილთა სამმართველოსთან იძულებით გადაადგილებულმა პირებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბინების არაკანონიერად გადანაწილებას აპროტესტებდნენ. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ამავე შენობის წინ, გზის გადაკეტვა სცადა, რისი უფლებაც მას პოლიციამ არ მისცა. რასაც შეხლა-შემოხლა და დევნილთა უკმაყოფილება მოჰყვა. „ბინები არაკანონიერად გადანაწილდა ჯიპიან და შეძლებულ დევნილებზე. გაუსაძლის პირობებში მცხოვრები დევნილები კი უყურადღებოდ, დახმარების გარეშე რჩებიან. სიებში მოხვდნენ ის პირები, რომლებმაც წინასწარ გადაიხადეს გარკვეული თანხა, ხოლო მათ ვისაც რეალურად ეკუთვნოდა, საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ."-აცხადებს აქციის მონაწილე ნონა შეროზია.
დევნილებს სამმართველოდან არავინ გამოხმაურებია, რადგან უწყების ხელმძღვანელი დავით ნარსია თბილისში იმყოფება. დევნილებისთვის ბინების გადაცემის საკითხს კი დღეს მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურნენ. დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის თქმით, 1-ელ სექტემბრამდე საცხოვრებელი ბინები 10 000-მდე დევნილს დაუკანონდება. „მხოლოდ დღეს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 1600-მდე ადამიანი მიიღებს ბინას საკუთრებაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაახლოებით 400 ბინაზეა საუბარი. სულ 13 000 ასეთი ბინაა აღრიცხული, დაახლოებით 10 ათასი ადამიანი კი აცხადებს მის მიღებაზე თანხმობას. 1-ელი სექტემბრისთვის 10 ათას დევნილი მიიღებს საკუთრებაში ბინას და ისინი იქნებიან სრულუფლებიანი მესაკუთრეები", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ახლადაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 320 ოჯახზეა გათვლილი. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,10 კორპუსი გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ააშენა.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები