ზუგდიდში, დადიანების მუზეუმის შენობასთან რამდენიმე თვის წინ დადგმული, აკაკი ჭანტურიას ძეგლი დაზიანდა. ამის მიზეზად მერიაში მოქალაქეების დაუდევრობას ასახელებენ. მათი ცნობით, ძეგლს მარჯვენა ხელი ჰქონდა გაბზარული.
„ძეგლი ზედმეტი კონტაქტის გამო დაზიანდა, მასთან ხშირად იღებდნენ ფოტოებს, ზოგი ხელზეც აჯდებოდა… ძეგლი სარესტავრაციოდ ქუთაისში, ნამუშევრის ავტორთან – გიორგი კიკვიძესთან არის გაგზავნილი და ის ქალაქს უახლოეს დღეებში დაუბრუნდება”,- უთხრა რადიო “ათინათს” მერიის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განყოფილების უფროსმა ბესიკ არახამიამ.
აკაკი ჭანტურიას ძეგლი დადიანების მუზეუმის წინ გასული წლის 30 დეკემბერს დაიდგა. მისი დადგმის იდეა „ჩოხოსანთა“ საზოგადოების ზუგდიდის სადროშოს ეკუთვნის. მათ დადიანების ისტორიულ-არქიტექტორული მუზეუმის დამაარსებლის აკაკი ჭანტურიას ძეგლი ქალაქს უანგაროდ უსახსოვრეს.
მასალის გამოყენების პირობები