მობილური ტელეფონები და სოციალური მედია ადამიანებს კატასტროფის მოახლოებას წინასწარ ამცნობს. მკვლევარები სმარტფონებსა და სოციალურ ქსელებში კატასტროფის წინასწარი გაფრთხილების შეტყობინებების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ.
NASA-ს მეცნიერების დახმარებით, ტექნიკურმა ინჟინრებმა შეძლეს მობილურის GPS-ის გაუმჯობესება. სერვისი წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ ბიძგებს და ქსელური შეტყობინების პრინციპით უგზავნის სახიფათო არეალში მოხვედრილ სმარტფონებს.
"სისტემა გრძნობს ხუთბალიან და უფრო მაღალ ბიძგებს, აგზავნის გაფრთხილებას და ამით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან დროს აძლევს მოქალაქეებს სტიქიისგან თავდასაცავად" - ამბობს ჰიუსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.
ჯაკარტაში თებერვალში მომხდარი წყალდიდობის დროს, წუთში 900 შეტყობინება ქვეყნდებოდა ტვიტერზე, იმის შესახებ თუ ვინ და სად უნდა წასულიყო თავის შესაფარებლად. ამ მონაცემების მიხედვით მეცნიერებმა შექმნეს მიახლოებითი რუკა, რომელიც წყალდიდობის შემთხვევაში უსაფრთხო ადგილებსა და თავშესაფრებს ხდის თვალსაჩინოს.
ამის გათვალისწინებით, ანალოგიური რუკა ავტომატურად შეიქმნება მაშინ, როდესაც წყალდიდობის შესახებ სოციალური ქსელში მომხმარებლები ინფორმაციას მოითხოვენ. პოსტების მიხედვით მოკლე დროში შედგება რუკა წყლის კლებისა და მატების სტატისტიკის, ასევე უსაფრთხო მაგისტრალებისა და თავშესაფრების შესახებ. ამავე რუკაზე მოინიშნება ის ადგილებიც, რომლებიც ყველაზე საშიშ ზონას წარმოადგენენ, ან სასწრაფოდ საჭიროებენ ევაკუაციას.
ამგვარად, საკუთარი სმარტფონის გამოყენებით სტიქიური მოვლენების წინასწარ განსაზღვრა ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი მოქალაქისთვის.
სისტემაზე მუშაობა უახლოეს მომავალში დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები