რუბრიკები
რა ტიპის რესტორნები აქვთ ცნობილ ადამიანებს
საკუთარი რესტორნის გახსნა ცნობილი ვარსკვლავების ერთ-ერთი საყვარელი ბიზნესია. ხშირ შემთხვევაში მსოფლიოში სახელგანთქმული მსახიობები, მომღერლები, მუსიკოსები და სპორტსმენები უპირატესობას გარდა მაღალი კლასის დახვეწილი რესტორნებისა, ორიგინალურ კაფე-ბარებს ანიჭებენ. ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა სიუზან სარანდონმა 2009 წელს ბიზნეს-პარტნიორთან ერთად გახსნა პირველი პინგ-პონგ კლუბი და ბარი ნიუ იორკში. პინგ-პონგის მოყვარულ სიუზან სარანდონს ამჟამად პინგ-პონგის კლუბი აქვს ლოს ანჯელესში, ტორონტოსა და დუბაიში, უახლოეს მომავალში კი ბარის გახსნას გეგმავს ბრიუსელსა და ჩიკაგოში. ყველა კლუბი აღუჭურვილია პინგ-პონგის მაგიდებით, რომლის დაქირავებაც ერთი საათით 30 დოლარიდან იწყება. ბრიტანელმა მუსიკოსმა მობიმ და მისმა მეგობარმა გოგონა კელიმ სარესტორონო ბიზნესი 2002 წელს წამოიწყეს და ნიუ იორკის ცენტრში Teany გახსნეს, რომელიც საჩაიეც არის, კაფეც და რესტორანიც. როგორც თავად მობიმ განაცხადა, კაფეს გახსნა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ნიუ იორკში კარგ საჩაიესა და ვეგეტარიანულ რესტორანს ვერ მიაგნო. კაფეს მთლიანი ინტერიერი თავად მობიმ შეიმუშვა. 2006 წელს, მას შემდეგ, რაც მობი მეგობარ გოგონას დაშორდა, ერთობლივი ბიზნესის მხოლოდ მცირე წილი დაიტოვა. Teany-ში სადილობა საშუალოდ 30 დოლარი დაგიჯდებათ. ნიუ იორკსა და დენვერში ფლობს ე.წ. ბარბექიუ რესტორანს Southern Hospitality ამერიკელი მსახიობი ჯასტინ ტიმბერლეიკი. პირველი რესტორანი მსახიობმა 2007 წელს გახსნა ნიუ იორკში და მალე ისეთი პოპულარი გახდა ცნობილ ვარსკვლავებს შორის, რომ 2013 წელს ჯასტინ ტიმბერლეიკმა მეორე რესტორანი გახსნა დენვერში. Southern Hospitality-ში ერთი ადამიანი საშუალოდ 40 დოლარიდან ისადილებს. უკვე სტაჟიანი რესტორატორია რობერტ დე ნირო, რომელსაც მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში 20-ზე მეტი რესტორანი აქვს. თუმცა, ყველაზე წარმატებულია ნიუ იორკში მდებარე იტალიური ტავერნა Locanda Verde და Tribeca Grill, რომელიც მომხარებელს ხორცის კერძებსა და სხვადასხვა ქვეყნის რჩეულ ღვინოებს სთავაზობს. "ძალიან მიყვარს კარგად ჭამა და მაინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო. სარესტორნო ბიზნესი არ არის ადვილი სამართავი, ბევრი რესტორანი იხურება, მე უბრალოდ გამიმართლა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში რობერტ დე ნირომ. თუმცა, ბოლო პერიოდში ლოს ანჯელესში, ლას ვეგასსა და სან ფრანცისკოში მდებარე მისი რესტორნები დაიხურა. სან ფრანცისკოში რობერტ დე ნირო რესტორანს ფრენსის ფორდ კოპოლასთან ერთად ფლობდა. ნიუ იორკში იტალიური რესტორნის Joanne Trattoria მფლობელია ლედი გაგა, რომელიც მისმა მშობლებმა გახსნეს და ლედი გაგას გარდაცვლილი ბებიის, ჯოანას სახელი დაარქვეს. რესტორნისთვის მენიუ ოპრა უინფრის ყოფილმა პირადმა მზარეულმა არტ სმიტმა შეადგინა. საშუალო ფასი 50 დოლარია ღვინის გარეშე. კორეული რესტორნის Do Hwa-ს მფლობელია კვენტინ ტარანტინო. ამერიკელი რეჟისორი თავად მონაწილეობდა ინტერიერის გაფორმებაში და მენიუსთვის ესკიზებიც თავად შექმნა. მენიუში ტრადიციული და თანამედროვე კორეული კერძებია, ასევე შეტანილია მზარეულის კერძო რეცეპტით დამზადებული კერძები. საშუალო ფასი 40 დოლარია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.