რუბრიკები
კომპანია “ფეისბუქი” ცვლილებებს აანონსებს
სოციალური ქსელი ფეისბუქი მომხმარებლებისთვის გარკვეულ სიახლეებს აწესებს, რაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში შევა ძალაში. საუბარია 3 ძირითად სიახლეზე. კომპანიაში ამბობენ, რომ ისინი ამ ცვლილებებით მომხმარებლის თხოვნას და სურვილს ითვალისწინებენ. სპეციალური ალგორითმის მეშვეობით სოციალურ ქსელში ეს ცვლილებები ეტაპობრივად დაინერგება. პირველი სიახლე ეხება NewsFeed-ის (ახალი ამბების ჩამონათვალის) რაოდენობას. ცვილილების შემდეგ ერთი წყაროდან მომხმარებელი ერთდროულად მხოლოდ ერთ პოსტს ნახავს. ფეისბუქის ახალი პროგრამა უზრუნველყოფს იმას, რომ მომხმარებელი უფრო მეტი წყაროდან ინფორმაციის ნახვას შეძლებს. მეორე ცვლილება ეხება NewsFeed-ის პრიორიტეტს. ახლა ახალი ამბების ჩამონათვალში პრიორიტეტი მიენიჭებათ მეგობრების მიერ დაწერილ პოსტებს, ანუ ფოტოებს, ვიდეოებს, სტატუსებს, განახლებებს (Update) და ასე შემდეგ. პარალელურად მომხმარებელი კვლავ იხილავს მის მიერ შერჩეული მედიაორგანიზაციების პოსტებს, რაც ფეისბუქის კედელზე გამოჩნდება. მესამე ცვლილება კი თქვენი მეგობრების მიერ მოწონების (Like) ან კომენტარების დამალვას ეხება. საუბარია ხმოვან სიგნალზე, რაც „დალაიქების“ დროს ისმის. ის შეიძლება გაუქმდეს, ხოლო შეტყობინება მოწონების ან რაიმე კომენტარის შესახებ ინფორმაციის მეორე კატეგორიაში, ანუ არაპრიორიტეტულში მოხვდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.