რუბრიკები
სტენფორდის უნივერსიტეტი სტუდენტებს დაბალშემოსავლიანი ოჯახებიდან სწავლას დაუფინანსებს
სტენფორდის უნივერსიტეტმა სტუდენტებისთვის სწავლა გაცილებით ხელმისაწვდომი გახადა. მას შემდეგ, რაც გამოკითხვების შედეგად, ის ერთ-ერთ მოთხოვნად უნივერსიტეტად დასახელდა, გადაწყვიტა, მათთან სწავლის შანსი იმ სტუდენტებისთვისაც მიეცათ, ვისაც ამის საშუალება არ აქვს. ახალი პოლიტიკის მიხედვით, უნივერსიტეტი დააფინანსებს იმ სტუდენტების სწავლას, რომელთა ოჯახებსაც წლიურად 125 ათას დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ. ხოლო 65 ათასი დოლარის, და უფრო დაბალი წლიური ოჯახური შემოსავლის მქონე სტუდენტებს აუნაზღაურდებათ საცხოვრებლისა და სხვადასხვა დამატებითი ხარჯებიც. "ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ სტენფორდის უნივერსიტეტი ხელმისაწვდომი იყოს იმ ნიჭიერი და მონდომებული სტუდენტებისთვისაც, ვის ოჯახებსაც ამის საშუალება არ აქვს. ჩვენი ფინანსური დახმარების პროგრამა, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტებისთვის უნიკალურ შანსს წარმოადგენს." - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტთა 70% სწავლის მანძილზე უნივერსიტეტის სტიპენდიით სარგებლობს. სწავლის დამთავრების შემდეგ კი მათ უმრავლესობას გადახდილი აქვთ სტუდენტური კრედიტებიც. საშუალოდ, ერთი სტუდენტის წლიური გადასახადი 65 ათას დოლარს შეადგენს. სტენფორდის უნივერსიტეტი ბიუჯეტი კი ყოველწლიურად 21 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.