რუბრიკები
ქალაქ ესტეპონაში ზუგდიდის სახელობის ადგილი მოეწყობა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორ ლევან შონიას და ქალაქ ზუგდიდის  მერის ირაკლი გოგოხიას ოფიციალური ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. გუბერნატორთან და მერთან ერთად დელეგაციის წევრები ესპანეთის პროვინცია ანდალუზიის ქალაქ ესტეპონაში იმყოფებიან. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ტურისტული და კულტურული პოტენციალის გაცნობა, ანდალუზიის ოფიციალური პირებისა და ბიზნესექტორისთვის.  ვიზიტის ფარგლებში, პროგრამით გათვალისწინებულია ასევე ესპანური გამოცდილების გაზიარება, ისეთ სფეროებში როგორიცაა: მეღვინეობის კულტურა, თევზჭერის მეურნეობა, ზღვის პროდუქტების დამუშავება და საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ზღვის სანაპიროზე. სამეგრელო-ზემო სავნეთის გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა ხელი უკვე მოაწერეს ზუგდიდსა და ესტეპონას შორის თანამეგობრობის მემორანდუმს, რომელიც თანამშრომლობას სავაჭრო, სამრეწველო და კულტურულ სფეროში მოიცავს.  მემორანდუმის თანახმად, ანდალუზიის პროვინციაში, ტურისტულ სფეროში დაგროვილი გამოცდილების და განხორციელებული პროექტების ქალაქ ზუგდიდისთვის გაზიარება და ადგილზე დანერგვა მოხდება.  მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს, პროფესიული გაცვლითი პროგრამების განხორციელებას ესტეპონასა და ზუგდიდის მერიებს შორის.  მემორანდუმის თანახმად ზუგდიდში - ესტეპონას, ესტეპონაში კი ზუგდიდის სახელობითი ადგილი უნდა გამოიყოს, სადაც მოეწყობა ინფრასტრუქტურა და რომელსაც ექნება შემეცნებით-გასართობი ხასიათი. ესპანური მხარე სურვილს გამოთქვამს წვლილი შეიტანოს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროცესში. დელეგაციის ვიზიტის ხარჯები სრულად იქნა დაფარული მიმწვევი მხარის მიერ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.