რუბრიკები
2016 წელს გასართობი პარკი “AVATAR” გაიხსნება
კომპანიამ Global Experience Specialists, Inc., რომელიც გასართობი ღონისძიებების ორგანიზებით არის დაკავებული,  სტუდიასთან 20th Century Fox კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც ის იქნება პასუხისმგებელი ფილმ  “ავატარი”-ზე დაფუძნებული თემატური პარკის ტურისტულ ექსპლუატაციაზე.

როგორც გამოცემა Comingsoon აცხადებს, მაღალტექნოლოგიური პარკი პირველ დამთვალიერებელს არა 2017 წელს, როგორც აქამდე ვარაუდობდნენ, არამედ უკვე 2016 წლის შემოდგომაზე მიიღებს. 10 ათასი კვადრატული ფუტის ფართობის მქონე მოედანზე სტუმრები პლანეტა პანდორას ბიოსფეროში ჩაეფლობიან, უფრო ახლოს გაეცნობიან ფლორისა და ფაუნის წარმომადგენლებს, და აბორიგენების კულტურას.

Pandora-Forest

უფრო ზუსტად, ისინი “ბიოლუმინისცენტურ თეატრში” მოხვდებიან, რომელშიც ასახული იქნება პლანეტის ღამის ცხოვრება, მოსინჯავენ დამცავ ეგზოჩონჩხს AMP, უამრავ ინტერაქტიურ ექსპონატს და ბევრ სხვას.

შეგახსენებთ, რომ ფილმი “ავატარი” 2009 წელს გამოვიდა ეკრანებზე, იგი  ისტორიის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კინოპროექტი გახდა, რომელმაც მსოფლიო გაქირავებაში 2,8 მილიარდი დოლარი მოიპოვა. მოცემული მომენტში მისი შემქმნელი ჯეიმს ქემერონი მუშაობს გაგრძელების სამ სცენარზე. სამივე ნაწილის გადაღება ერთდროულად მოხდება 48 კადრი/წამში სიხშირითა და 4K გარჩევადობით. “ავატარი 2″ მაყურებლის წინაშე 2017 წელს წარსდგება.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.