რუბრიკები
კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებულ საბერიომდე მისასვლელი გზა კეთდება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში ოკუპირებული საბერიოს ე.წ. საზღვრამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს . გზა, რომელიც 35 წელია არავის შეუკეთებია, პრობლემას უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას და ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც დანარჩენ საქართველოს მხოლოდ ამ გზით უკავშირდებიან. მხარის ადმინისტრაციის ცნობით, ამ ეტაპზე ფახულანის გზაზე, სანიაღვრე არხების და გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც 4,8 კილომეტრიანი ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება.  გზის გასწვრივ მოეწყობა გარე განათებაც. სამუშაოებისთვის 2 200 000 ლარი დაიხარჯება. გეგმის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დასრულდება.  გზის რეაბილიტაციაზე ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. კონფლიქტისპირა სოფელ ფახულანში გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ დაათვალიერა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.