რუბრიკები
16 ცხოვრებისეული ფილმი რომელთა ნახვა ნამდვილად ღირს

თანამედროვე კინემატოგრაფის შემხედვარე ივიწყებ, რომ კინოც ხელოვნებაა, რომ არსებობს ნამდვილი შედევრები, რომლებიც ადამიანს იმედს უღვივევბს, ძალას და გამბედაობას მატებს.

მშვიდობიანი მებრძოლი (Peaceful warrior)

ფილმი ახალგაზრდა მამაკაცზე – ნიჭიერ გიმნასტზე. საიდუმლო ნაცნობთან შეხვედრა თავდაყირა აყენებს მის წარმოდგენას ცხოვრებაზე და საკუთარ როლზე მასში, რაც მას სულიერ სიძლიერეს მატებს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე.

 კაკუნი სამოთხის კარზე  (Knocking on the haven)

განუკურნებელი სენით დაავადებული ორი ადამიანი ერთ პალატაში არიან, როგორც ცნობილი ხდება, ერთ-ერთ მათგანს არასოდეს უნახავს ზღვა. ისინი გადაწყვეტენ მივიდნენ სანაპირომდე, სანამ გვიანი არ არის. იმის გაცნობიერება, რომ ორივეს ერთი კვირის სიცოცხლე დარჩათ, მათ უბიძგებთ ისეთი საქციელისკენ, რასაც სხვა სიტუაციაში არ ჩაიდენდნენ. ამას თუ დავუმატებთ კანონისა და წესების მიმართ რადიკალურ წინააღმდეგობას მივიღებთ დრამისა და კომედიის წარმოუდგენელ ნარევს, გულისამაჩუყებელს და მიუხედავად სევდიანი სიუჟეტისა – ცხოვრებისეულს.

ჩემს სულში ვცეკვავ (Inside I’m Dancing)

ფილმი არის ადამიანებზე, რომლებიც მიჯაჭვულნი არიან ინვალიდის ეტლს. მიუხედავად ამისა, მათი ცხოვრება არის ნათელი და საინტერესო მოვლენებით სავსე. ფილმი გადაღებულია მწერალ კრისტიან ორეილის მოთხრობების მიხედვით, რომელიც მუშაობდა ცერებრიალური დაბლით დაავადებულ ადამიანებთან.

ფორესტ გამპი (Forrest Gump)

159018490_638e33 ამ ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფილმია. ძალიან ცოტა ადამიანს ნახავთ, ვისაც ნანახი არ აქვს ეს ფილმი, რომელიც მოგვითხრობს გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანზე, ვისი IQ არ აღემატება 75-ს და ამ ყველაფერმა ხელი მაინც ვერ შეუშალა სრუფასოვანი და ბედნიერი ცხოვრებით ეცხოვრა. კეთილი, ხალისიანი და დადებითი ფილმია.

ხელშეუხებელნი (1+1) (Untouchables)

ფილმის მთავარი გმირები — ორი ურთიერთსაწინააღმდეგოს განსახირებაა: მდიდარი-არისტოკრატი, რომელიც მიჯაჭვულია ინვალიდის ეტლს და ფერადკანიანი ახალგაზრდა ბარაკებიდან, ჯანმრთელი, ძლიერი და არც თუ ისე ცუდად აღზრდილი. ფილმი გამოვიდა მარტივი და გონებამახვილური კომედია, საუკეთესო ფრანგული ტრადიციებით.

უოლტერ მიტის საიდუმლო ცხოვრება (The secret life of Walter Mitty)

ოფისის თანამშრომლის მოსაწყენი და გათვლილი ცხოვრება, რომელიც ოცნებებსა და შიშში ცხოვრობს, მოულოდნელად თავდაყირა დგება, როცა ის იძულებულია რეალურად იმოგზაუროს. ფილმი გვიბიძგებს იმისაკენ, რომ ავდგეთ დივანიდან და ვიცხოვროთ საინტერესოდ.

პატარა მის მომხიბვლელობა (little miss sunshine)

კომედია არანორმალურ ოჯახზე, რომელშიც ერთად-ერთი ჭკვიანი ადამიანი 7 წლის გოგონაა სახელად ოლივი, ის გატაცებულია სილამაზის კონკურსებით. კომედიური დრამა გვახსენებს ცხოვრების მარტივ ბედნიერებებს და ფასეულობებს.

ველურ პირობებში (Into the wild)

ძალიან ლამაზი კონოფილმი, რომლის მოვლენებიც ვითარდება მომხიბლავ პეიზაჟებში. ფილმი გადაღებულია ახალგაზრდა კაცის ცხოვრების რეალურ მოტივებზე, რომელიც უარს ამბობს თანამედროვე ცხოვრების მოგონილ ფასეულობებზე და წესებზე. ფილმი გვაფიქრებს ცხოვრების აზრზე და იმაზე, თუ რა არის ჩვენთვის ძვირფასი.

ავგუსტ რაში (August Rush)

ისტორია ჰგავს ზღაპარს, ბედნიერი დასასრულით. ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლი ეკუთვნის მუსიკას. კეთილი, ცოტა გაიდეალებული სურათი მსუბუქია და მაყურებელს საშუალებას აძლევს დაიჯერონ, რომ ცხოვრებაში ყოველთვის არის სასწაულის ადგილი.

ყოველთვის თქვი „დიახ“ (Always say yes)

მსხვილი კომპანიის ერთი ჩვეულებრივი თანამშრომელი ცდილობს თავი დააღწიოს დეპრესიას, რისთვისაც მეგობრებისა და თანამშრომლების ნებისმიერ შემოთავაზებაზე თანხმდება. შედეგად, მისი ცხოვრება სრულიად იცვლება, ისევე, როგორც მთავარი გმირი. ზოგჯერ არც რომელიმე ჩვენგანს აწყენდა მსგავს სიტუაციაში აღმოჩენა.

მეფის სიტყვა (The King’s speech)

ეს ფილმი იმსახურებს უმაღლეს შეფასებას. ატმოსფერო, მსახიობების ოსტატობა, მსუბუქი იუმორი და თავად  მეფე გეორგ VI-ის ისტორია, ტოვებს ყველაზე სასიამოვნო და შთამბეჭდავ მოგონებებს. ამ ფილმის ნახვის შემდეგ, კიდევ მოგინდებათ მისი ნახვა, შემდეგ კიდევ და კიდევ…

დიდი თევვზი (Big fish)

ის ფაქტი, რომ ამ ფილმის რეჟისორი ტომ ბერტონი იყო, ბევრ რამეს ამბობს. ფანტასტიკური ისტორია გვახსენებს, რომ სამყარო ერთია, მაგრამ ყველასთვის საკუთარი. ცაზე ახედვისას ერთი ადამიანი დაინახავს ვარსკვლავებს და მთვარეს, მეორე – უკიდეგანო სივრცეს.

ტერმინალი (The terminal)

ტრაგიკომედიას საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. აეროპორტის ტერმინალში ჩაკეტილი ადამიანი არ ვარდება სასოწარკვეთაში, თუმცა აკეთებს ყველაფერს, რაც შეიძლება და საჭიროა. ფილმი გვახსენებს, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ადგილი შეიძლება ჰქონდეს პატარა სიხარულს, რაც გამოიხატება მეგობრობასა და სიყვარულში.

წითელი ძაღლი (Red dog)

ისტორია ძაღლზე, რომელმაც შეძლო გამოეფხიზლებინა მეშახტეთა პატარა, მიძინებული ქალაქი, დაეხმარა ბევრს ბედნიერების, მეგობრების და მათ შორის ოჯახის გაჩენაში. ძალიან კეთილი ფილმი ძაღლზე, რომლის საპატივცემულოდ ავსტრალიის ქალაქ დამპირში ძეგლი დგას.

ჩემი შეყვარებული ფსიქოპათია (my boyfriend is crazy) კომედია, რომელშიც ადამიანები გადიან ცხოვრების ურთულეს ეტაპს. მსუბუქი, სახალისო სურათი, რომელიც გვახსენებს, რომ სამყაროს შეცვლის საუკეთესო საშუალება არის საკუთარი თავის შეცვლით დაწყება.

სანამ სიკვდილი მოვა (The Bucket List)

ჯეკ ნიკოლსონი და მორგან ფრეიმენი როგორც არასდროს, ისე მოუხდნენ მთავარ როლებს ამ ფილმში. მშვენიერი სურათი მოგვითხრობს, რომ უნდა იცხოვრო ახლა და არ გადადო არაფერი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.