რუბრიკები
ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვენ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრი  "ნაციონალური მოძრაობიდან" ანა წითლიძე ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოების დაჩქარებას ითხოვს. დეპუტატმა ამ თემაზე ბრიფინგი ანაკლიაში გამართა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ დაგვიანებულმა სამუშაოებმა პატრიოტთა ბანაკის მიმდებარე ტერიტორიაზე მილიონობით ლარის ზარალი გამოიწვია და ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. "სამუშაოები თუ სწრაფი ტემპით არ გაგრძელდება ,ზღვა სერიოზულად დააზიანებს პატრიოტთა ბანაკს. ეს ხელისუფლება თუ ახალს ვერაფერს აკეთებს, სხვისი  გაკეთებული მაინც შეინარჩუნოს", - თქვა ანა წითლიძემ. ნაპირსამაგრი სამუშაოების მიმდინარეობის ტემპით  უკმაყოფილებას  ასევე ადგილობრივი მოსახლეობა გამოთქვამს . მათი თქმით, შტორმის დროს წყალი ეზოში და ხშირ შემთხვევაში სახლშიც შედის. "სამუშაოები ძალიან ნელა მიმდინარეობს. ნამდვილად საშიშროების წინაშე ვართ, ვხუმრობთ, მალე ალბათ პირდაპირ აივნიდან გადავხტებით წყალში", - თქვა ანაკლიის მკვიდრმა ნათელა შამახიამ. ჰიდრო-საინჟინრო კომპანიის წარმომადგენელმა არჩილ სამუშიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამუშაოები უამინდობამ შეაფერხა. მისი თქმით, ანაკლიაში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. "უშუალოდ ბანაკის ტერიტორიაზე რაც გაკეთებულია, ის დროებითია. სპორტის სამინისტრომ გვთხოვა, რომ  დროებით რამე გაგვეკეთებინა.", - თქვა არჩილ სამუშიამ. ცნობისთვის, ანაკლიაში დაგეგმილია 4-კილომეტრიანი დამცავი ზოლის მშენებლობა. ჩატარებული  სამუშაოებისთვის  30 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტს „მოდერნ ბიზნეს გრუპი“ახორციელებს. მშენებლობას ზედამხედველობას კორეული კომპანია უწევს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.