ინგრედიენტები:
პურის ნაჭერი 12
ლორი 6 ნაჭერი
პამიდორი 150 გ
კვერცხი 6
მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
პამიდორი დაჭერით რგოლებად. 6 ნაჭერ პურს ამოაცალეთ გული.
მთლიანი პურის ნაჭრები კი გადაიტანეთ ტაფაზე. ზემოდან დაადეთ ლორის ფირფიტები, შემდეგ დაადეთ გულამოღებული პურის ნაჭრები. ამ ნაჭრებს პომიდვრის ფირფიტები დაადეთ და 1 ქათმის ან 2-2 მწყრის კვერცხი ჩაახალეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი. შედგით ღუმელში 180 გრადუსზე რამდენიმე წუთი - პური უნდა დაიბრაწოს, კვერცხი კი შეიწვას
მასალის გამოყენების პირობები