რუბრიკები
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ზუგდიდში აქციით დახვდნენ (ვიდეო)
ზუგდიდში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, ეკა ბესელიასა და გია ვოლსკის ვიზიტი გააპროტესტეს  ოპოზიციური პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა.  აქციის მონაწილეები უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას ითხოვდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებიან ანაკლიიდან ჩამოსული მოსახლეობის ნაწილი,რომლებიც ითხოვენ უმრავლესობისგან ანაკლიის შეჩერებულ პროექტებზე პასუხის გაცემას. "ძალიან დამძიმებულია კრიმინალური სიტუაცია და ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. გია ვოლსკი არის "ეფესბეს" აგენტი“, - განუცხადა ლევან თორიამ „თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის“ წარმომადგენელმა ჟურნალისტებს.

 აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები, სადაც უმრავლესობის დეპუტატების სახელი და გვარები წითელი კალმით არის გადახაზული.

უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტში დაახლოებით 300-მდე ადამიანი ესწრება. აქ იმყოფებიან სამეგრელოს გუბერნატორი ლევან შონია, ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ქალაქის და  რაიონის საკრებულოს თავმჯდომარეები მერაბ ქვარაია და ლაშა გოგია და რაიონის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია " ქართული ოცნების" დეპუტატები  დღეს ზუგდიდის მოსახლეობა ხვდებიან.

ადგილობრივებს საპარლამენტო ფრაქციის საქმიანობას ფრაქციის ხელმძღვანელი პირები გააცნობენ. ეკა ბესელია კი შეკრებილებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გასული წლის მუშაობის ანგარიშს წარუდგენს.

იგეგმება კითხვებზე პასუხის გაცემაც. ზუგდიდში შეხვედრის დაგეგმვასა და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ანტიკორუფციული კომიტეტის გურჯაანიდან სამეგრელოში გადანაცვლებას შორის კავშირს უარყოფენ "ქართულ ოცნებაში". მათი თქმით, ეს შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგეგმეს.

         
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.