ირაკლი ალასანია - ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა (ვიდეო)
13:15 / 29.04.2015
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას შეფასებით, ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით შექმნილი მდგომარეობიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი მთავრობის გადადგომაა. ალასანია "დე-ფაქტო პრემიერს" ურჩევს, რაც შეიძლება დროულად მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ორი დღეა ანაკლიაში იმყოფება. მისი თქმით, მთავრობამ საკუთარი რესურსი მთლიანად ამოწურა, ხოლო მოსახლეობა ვერ ხედავს გუნდს ხელისუფლებაში, რომელსაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია. ალასანია იმასაც ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ ნდობა უცხოელმა ინვესტორებმაც დაკარგეს. "რაც უფრო გაიჭიმება ამ მთავრობის ხელისუფლებაში ყოფნა, რომელსაც საკუთარი ბიუროკრატიაც კი აღარ სცემს პატივს, ეს ეკონომიკის კიდევ უფრო მეტად დამძიმებას შეუწყობს ხელს. მთავრობას არა აქვს განცდა იმისა, რომ შექმნილი უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტისთვის უნდა იმოქმედონ. მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდება", - აცხადებს ირაკლი ალასანია. მისი შეფასებით, არსებულ პირობებში, როცა მთავრობა ლარის "დაჭერას" ვერ ახერხებს, ენერგოტარიფების გაზრდა გარდაუვალია. ალასანია მიიჩნევს, რომ საქმე ენერგოკრიზისისკენაც მიდის.
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები