რუბრიკები
ჟოლოს ნამცხვარი
ბისკვიტისთვის: ფქვილი - 2ჭიქა შაქარი - 220 გ კარაქი - 220 გ კვერცხი - 4 ც კაკაო - 2 ს.კ. გამაფხვიერებელი - 20გ წყალი - 60გ გულსართისთვის: ჟოლო - 600 გ ნაღები 35%-იანი - 1ლ შაქრის პუდრა 50გ ვანილი მინანქრისთვის: შავი შოკოლადი - 300 გ ნაღები 35 %-იანი - 300 მლ მომზადების წესი: კაკაოს დაასხით ადუღებული წყალი, აურიეთ და ოდნავ გააციეთ. ჯამში ათქვიფეთ კვერცი შაქართან ერთად, დაამატეთ კარაქი, წყალში გახსნილი კაკაო, გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად და ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვან კონსისტენციამდე. მიღებული მასა ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე 50-60 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი ფორმაშივე გააციეთ, შემდეგ გადმოიღეთ და ფრთხილად ჰორიზონტალურად გაჭერით სამ ნაწილად. მოამზადეთ მინანქარი: ნაღები მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ აადუღოთ. გადმოდგით ცეცხლიდან და ჩაყარეთ დამტვრეული შოკოლადი და ფრთხილად ურიეთ, ვიდრე შოკოლადი მთლიანად არ გაიხსნება. შემდეგ გააციეთ მინანქრი უნდა გასქელდეს. მოამზადეთ ჟოლოს გულსართი. ჟოლო გარეცხეთ და დააცადეთ რომ კარგად გაშრეს. მანამდე მოამზადეთ კრემი: ნაღები ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად. ბისკვიტის პირველ ფენას წაუსვით კრემი, დაალაგეთ ჟოლო, ზემოდან დაადეთ მეორე ფენა, გაიმეორეთ იგივე. ბოლო ფენაზე დაალაგეთ ჟოლო და მოასხით შოკოლადის მინანქარი, გვერდებიც კარგად დაფარეთ მინანქრით. სილამაზისთვის შეგიძლიათ მორთოთ ასევე ჟოლოთი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.