ფილმ “შეშლილი მაქსი”-ის დიდ ეკრანებზე გამოსვლამდე სულ ცოტა დრო დარჩა. ფილმის შემქმნელები ახალ კადრებს აქვეყნებენ. დღეს, 29 აპრილს, კიდევ ერთი რგოლი გახდა ხელმისაწვდომი.
ტრეილერში, რომელიც ორნახევარი წუთი გრძელდება, მაყურებელი შარლიზ ტერონის ხილვას შეძლებს. 39 წლის მსახიობი რთული საცნობია: თამამი და უშიშარი იმპერატორის ფიურიოზის როლი ქერა ლამაზმანის შესრულებულ არცერთ პერსონაჟს არ ჰგავს.
ტომ ჰარდის თაყვანისმცემლებიც გულდაწყვეტილნი არ დარჩებიან, ფილმში მსახიობი იარაღით და სახეზე მეტალიკური ნიღბით ჩნდება, რომელიც როგორც ჩანს, მისი სავიზიტო ბარათი გახდა.
სიუჟეტის მიხედვით, ცოლ-შვილის სიკვდილზე შურისძიების შემდეგ, მაქს როკატანსკიმ “ძირითადი ძალოვანი პატრული”-ს რიგები დატოვა და მივარდნილ ადგილას წავიდა, სადაც მარტოდ დაეხეტება იქამდე, სანამ ენერგეტიკული კრიზისისა და მსოფლიო ომის შედეგად, სამყარო ნელ-ნელა ეცემა. მაქსს საკუთარი მანქანის «გამტაცებელი»-ს გარდა არაფერი გააჩნია და გადარჩენისთვის პოსტ-აპოკალიფსურ სიცარიელეში სასტიკ მებრძოლეებთან უწევს ბრძოლა. დიდ ეკრანებზე “შეშლილი მაქსი” 2015 წლის 15 მაისს გამოვა.
მასალის გამოყენების პირობები