რუბრიკები
შსს-ს სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი: გელა ხ, ალექსანდრე კ. და ბესიკ ო. სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, სამსახურიდან დაითხოვეს.

2015 წლის 22 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ გელა ხ-ს დაუკავშირდა მისი ნათესავი, შს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, მოქალაქე რამაზ გ. და სთხოვა დაედგინა მისთვის მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები. გელა ხ-მ მასზედ რიცხული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია აღნიშნული ინფორმაცია, რაც აცნობა მოქალაქე რამაზ გ-ს.

2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ინგურ-ქაღალდკომბინატის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე კ-ს დაუკავშირდა მისი მეგობარი, მოქალაქე ენრიკო ხ. და სთხოვა გადაემოწმებინა კონკრეტული ავტომანქანა. ალექსანდრე კ-მ თავისი თანამშრომლის, ზურაბ ჭ-ს კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომანქანა ბაზაში არ ფიქსირდებოდა.

2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის კაპიტანი ბესიკ ო. დაუკავშირდა თერჯოლის რაიონული სამმართველოში მყოფ თანამშრომელს, სოფიო რ-ს, რომელსაც სთხოვა შს სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS”-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში მოეძიებინა ინფორმაცია სატრანპორტო საშუალებაზე, რაც სოფიო რ-მ შეასრულა. ამასთან, ბესიკ ო-მ სოფიო რ-ს არ განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას არასამსახურებრივად აინტერესებდა. ბესიკ ო-მ მოპოვებული მონაცემები შეატყობინა მოქალაქე თამაზ ჩ-ს. შსს-ს თანამშრომლებმა: გელა ხ-მ, ალექსანდრე კ-მ და ბესიკ ო-მ ჩაიდინეს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მათი მხრიდან გამოიხატა შსს-ს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის არასამსახურებრივად გამოყენებაში, რითაც დაარღვიეს შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანება (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით). აღნიშნულ თანამშრომლებს შეეფარდათ შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.