რუბრიკები
ფოთში დევნილებისთვის განკუთვნილ კორპუსებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა
ფოთის მუნიციპალიტეტში 32 კორპუსს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა. რეაბილიტირებული კორპუსები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და ფოთის მერმა ირაკლი კაკულიამ დაათვალიერეს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრნენ. 32 კორპუსის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდის თხოვნით საქართველოს მთავრობამ 2 მილიონ 382 657 გამოყო, რათა 1168 ოჯახს წინა ხელისუფლების პირობებში უხარისხოდ აშენებული კორპუსების შედეგად არსებული პრობლემები მოგვარებოდა. უხარისხო მშენებლობის გამო საცხოვრებელი კორპუსების კედლები მუდმივად სველდებოდა, საძირკველში კი წყალი დგებოდა, რაც მოსახლეობისთვის გაუსაძლის საცხოვრებელ პირობებს ქმნიდა. საძირკველში არსებული წყალი კი კორპუსის მთლიანად დანგრევის საფრთხეს წარმოადგენდა. რეაბილიტაციის შედეგად აღნიშნული პრობლემები სრულად არის აღმოფხვრილი. ფოთში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის 32 ახალი კორპუსის გარე ჰიდრო და თბოიზოლაციის სამუშოები გასული წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა. პროექტის დასრულების შედეგად აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ 1168 ოჯახს სრულად მოუწესრიგდა არსებული პრობლემები. სამუშაოებზე 135 ადამიანი იყო დასაქმებული, მათგან 65 ადგილობრივი მცხოვრები. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქართულმა კომპანია შპს "ჯავამ" განახორციელა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.