რუბრიკები
ღუმელში მოხრაკული კარტოფილი
რეცეპტის ინგრედიენტები: 8 ცალი დიდი ზომის, გათლილი და მოზრდილ ნაჭრებად (თითო 6-7 ნაჭრად) დაჭრილი კარტოფილი 4 კბილი დაჭყლეტილი ნიორი (რაც მეტი მით უკეთესი, ნაკლები-არა) ½ ფინჯანი ზეითუნის ზეთი 1 ფინჯანი წყალი 1 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო/თავშავა 1 ცალი ლიმონის წვენი ზღვის მარილი დაფქვილი შავი წიწაკა მომზადების წესი: 1. გააცხელეთ ღუმელი 215˚C-მდე. 2. შესაბამისი ზომის ტაფას მოაცხეთ ცხიმი და მოათავსეთ მასზე ყველა ინგრედიენტი. უხვად მოაყარეთ ზღვის მარილი და შავი წიწაკა. თქვენი სუფთა ხელებით, ეს ყველაფერი თანაბრად გადაანაწილეთ ტაფაზე. ნიორი წყლისა და ზეთის ხსნარს შეერევა, მაგრამ მისი არომატი კარტოფილში შეაღწევს და ამ გზით ის არ დაიწვება. 3. აცხვეთ 40 წუთის განმავლობაში. 4. როდესაც კარტოფილის ნაჭრებს მოყავისფრო-ოქროსფერი ქერქი გაუჩნდება, გადაატრიალეთ და კვლავ ცოტა ზღვის მარილი, შავი წიწაკა და ოდნავ მშრალი თავშავაც მსუბუქად მოაფრქვიეთ. თუ შეამჩნევთ, რომ ტაფა გაშრა, დაამატეთ ½ ფინჯანი წყალი, მოურიეთ კერძს და ისევ შედგით ღუმელში, რომ კარტოფილის ყველა მხარე თანაბრად შეყავისფრდეს. ამას, დაახლოებით, მორიგი 40 წუთი დასჭირდება. არ შეგეშინდეთ კარტოფილის ზედმეტად მოშუშვის, ასედაც ძალიან გემრიელი იქნება! შენიშვნა: ბევრი ხშირად წყალში ადნობს ბულიონის კუბიკს. თუ თქვენც ასე მოიქცევით, არ დაგავიწყდეთ მარილის რაოდენობის შემცირება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.