რუბრიკები
Facebook-ი და Twitter-ი ოჯახებს ანგრევს

Facebook-ი, Twitter-ი და სხვა სოციალური ქსელი ოჯახებისთვის სერიოზულ საფრთხედ იქცა. ამის შესახებ The Daily Mail-ი ახალ კვლევებზე დაყრდნობით წერს. იურისტების თქმით, სოციალური ქსელი განქორწინებების მიზეზი სულ უფრო მეტად ხდება.

გაირკვა, რომ ათიდან შვიდი დაქორწინებული რესპოდენტი Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ქმრის ან ცოლის პოსტების გამო სერიოზულად ფიქრობს განქორწინებაზე. ამავე რაოდენობის გამოკითხულმა აღიარა, რომ სოციალურ ქსელში პარტნიორის ღალატის მტკიცებულებებს ეძებს. ყოველმა მეხუთე რესპოდენტმა განაცხადა, რომ თავის მეორე ნახევართან ყოველდღიურად ჩხუბობს სოციალურ ქსელში მისი აქტიური ჩართულობის გამო. განსაკუთრებით ეჭვიანობს პარტნიორის მხრიდან საპირისპირო სქესთან მიმოწერის გამო, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს ის.

კვლევა ტრანსნაციონალურმა იურიდიულმა ფირმამ Slater and Gordon-მა ჩაატარა. ამ კომპანიის კლიენტების უმეტესობა აცხადებს, რომ Facebook-მა, Skype-მა, Snapchat-მა, Twitter-მა, What'sApp-მა და სხვა სოციალურმა ქსელმა მათ განქორწინებაში მთავარი როლი შეასრულა. „ხუთი წლის წინ Facebook-ი იშვიათად მოიხსენიებოდა ქორწინებების დანგრევის კონტექსტში, მაგრამ ახლა ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. სოციალური ქსელები ქორწინებებისთვის ახალ დანაღმულ ველად იქცა“, - განაცხადა Slater and Gordon-ის იურისტმა ენდრიუ ნიუბერმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.