რუბრიკები
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის ოფისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
2015 წლის 6 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფმა, რიგით 44-ე საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები. ზუგდიდის საველე ოფისი სადამკვირვებლო მისიის საქმიანობები მიმოიხილეს ლარს ოსკარმა, ჰელენა სტერვემ და ერიკ ჰოეგმა. პირველი მომხსენებელი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიცაა ე.წ. საზღვარზე გადაადგილების თავისუფლება, მოქალაქეთა დაკავება, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებები, კრიმინოგენული სიტუაცია გალის რაიონში, არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობა თვითაღიარებულ აფხაზეთში. საუბარი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებულ და შშმ პირთა პრობლემებს. ბოლო დროს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, ლარს ოსკარმა აღნიშნა, რომ გააქტიურებულია ბორდერიზაციის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსი სამხედროების მიერ შექმნილი დაბრკოლებების რიცხვი (მავთულხლართები, თხრილები და ა.შ )იზრდება. გარდა ამისა, დამკვირვებელთა მისიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მიმდინარეობს სამხედრო გზის მშენებლობა, რასაც შეიძლება იმ ზოლში განლაგებული სახლების აღება მოჰყვეს. მიიღებენ თუ არა ეს ადამიანები, კომპენსაციას გასახლების შემთხვევაში, მისიის წარმომდგენლისთვის უცნობია. ლარს ოსკარმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში გადაადგილების თავისუფლება შედარებით გაუმჯობესდა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეს სამი გოგონა დააკავეს, რომლებიც სკოლის დირექტორის ჩარევის შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, მოსწავლეები ადმინისტრაციულ საზღვარს შედარებით უპრობლემოდ კვეთენ. ოსკარმა ისიც აღნიშნა, რომ მოსწავლეებმა იპოვეს გამოსავალი: ისინი ენგურის ხიდს კვირაში ერთხელ კვეთენ და ამ დროისგანამავლობაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნათესავებთან რჩებიან. ევროკავშირის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრა ორი დღის წინ 13 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე და აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები აქვთ და ამ დროისათვის მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება, მანამდე, მისი თქმით, დასკვნების გამოტანა – ნაადრევია. შეხვედრაზე ითქვა, რომ მომავალში მსგავსი პრეცენდენტების პრევენციისთვის მუშაობა კვლავ გაგრძელდება. დამსწრეთა ყურადღება მიიქცია ერთ-ერთმა ყველაზე მწვავე თემამ – გალის რაიონში ქართული ენის სწავლების აკრძალვა-არაკრძალვამ. ლარს ოსკარის ინფორმაციით, აფხაზურმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ერთადერთი ენა ამ ტერიტორიაზე იქნება რუსული. თუმცა ევროკავშირის წარმომადგენლის განმარტებით, ეს ცნობა უარყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა. მოგვიანებით, რაულ ხაჯიმბამ და გალის ადმინისტრაციის უფროსმა თემურ ნადარაიამ განაცხადეს, რომ ქართულ ენას საფრთხე არ შეექმნება და მისი სწავლება გაგრძელდება. ლარს ოსკარმა გალის რაიონში კრიმინოგენულ სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სექტემბერში, როდესაც ის საქართველოში ჩამოვიდა, მას დახვდა ძალიან მძიმე მდგომარეობა: მკვლელობები, გატაცება და ა. შ. ზამთრის პერიოდში დე ფაქტო აფხაზეთში დაიწყეს საუბარი კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაზე, ოსკარის თქმით, ძნელია საუბარი იმაზე, თუ რამდენად წარმატებულია ეს ბრძოლა, თუმცა , მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ დროისათვის გალის რაიონში აშკარად შეინიშნება კრიმინალის კლება. ლარს ოსკარი საკუთარ მოხსენებაში ასევე შეეხო როგორც აფხაზური, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობას და მათზე ზეწოლის ფაქტებს. მისი თქმით, მიუხედავად აფხაზური მხარის ოფიციალური განცხადებების არარსებობისა, ერთ-ერთი აფხაზური არასამთავრობოს მაგალითზე შეიძლება გარკვეული დასკვნების გამოტანა: აღნიშნულმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა კვლევები, რომელთა მიხედვით მოსახლეობის 90% არ ენდობა საკუთარ მთავრობას. ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, როგორც მოგვიანებით გაირკვა – ეს ანგარიში გაქრა, ორგანიზაცია კი არარეგისტრირებულად გამოცხადდა. შეხვედრაზე პრეზენტაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ნდობის აღდგენის საშუალებების შესახებ ასევე გააკეთა ჰელენა სტერვემ . შეხვედრის მეორე ნაწილში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკავშირის წამომადგენლებს განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობები გააცნეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის საველე ოფისში მისიის მორიგი საანგარიშო შეხვედრა 17 ივნისს გაიმართება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.