რუბრიკები
ბრალდებულების მშობლები ზუგდიდიდან ქუთაისში ფეხით მიემართებიან (ვიდეო)
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულების მშობლები ზუგდიდიდან ქუთაისში ფეხით მიემართებიან.მანამდე,დაკავებულების მშობლებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.ისინი ოლქის პროკურორთან გიზო უბილავასთან ითხოვდნენ შეხვედრას.მათ დაცვის წევრებმა უთხრეს,რომ პროკურორი ადგილზე არ იმყოფებოდა. ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ქუთაისის პარლამენტამდე ფეხით წასვლა გადაწყვიტეს. „სენაკში ამავე საქმეში ბრალდებულების დედები შემოგვიერთდებიან და ერთად ჩავალთ ქუთაისამდე.შეხვედრას მოვითხოვთ ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან და სახალხო დამცველთან.ჩვენი შვილები უდანაშაულოები არიან.პროკურატურას ცრუ მოწმეები მოყავს.მოვითხოვთ შეწყდეს უსამართლობა ჩვენი შვილების მიმართ“, - თქვა ბრალდებულის ლაშა ჩაჩხუნაშვილის დედამ მანანა ჭურღულიამ. შსს-სსამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში,წალენჯიხაში,ზუგდიდში, სენაკში,თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი გასული წლის სექტემბერში დააკავეს. “გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ,სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად,სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში. S2060017 გამოძიებამ ასევე დაადგინა,რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი,ხელყუმბარა,ასევე ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.