რუბრიკები
ცუკერბერგმა, უკრაინაში ფეისბუქის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

ფეისბუქის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა, უკრაინაში ფეისბუქის ოფისის გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და უკრაინელების საჩივრებს, პოსტების უსამართლო ბლოკირებასთან დაკავშირებით, პასუხი გასცა.

“ეს არის ის, რაზეც კომპანიამ უნდა იფიქროს”, – აცხადებს ცუკერბერგი. მარკმა, ფეისბუქის უპირატესობად, ის ფაქტი დაასახელა, რომ სოციალურ ქსელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი ოფისი არ აქვს და მისი თანამშრომლები ყველგან მიმოფანტულები არ არიან.

მარკ ცუკერბერგის აზრით, ფეისბუქის წარმომადგენლობის ახალი ოფისის გახსნას, იმ შემთხვევაში ექნება აზრი, თუ აღნიშნულ ოფისში, ის განყოფილებები განთავსდება, რომლებიც გაყიდვებითა და მარკეტინგით იქნება დაკავებული, – “თუმცა, ჩვენ რადგან გაფართოებას ვაპირებთ, ყველა შესაძლო ქვეყანას განვიხილავთ”.

ადრე, ცუკერბერგს, უკრაინის პრეზიდენტმა, პოროშენკომაც მიმართა, რომ უკრაინაში ფეისბუქის ოფიციალური წარმომადგენლობის ოფისი გახსნილიყო: “ქვეყანას სჭირდება ფეისბუქის უკრაინული წარმომადგენლობა”, – განაცხადა პოროშენკომ.

მარკ ცუკერბერგმა, უკრაინელი მომხმარებლების ჩივილსაც – პოლიტიკური მოტივების საფუძველზე პოსტების ბლოკვას – უპასუხა. ფეისბუქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსგავსი პოსტები ზედმეტად აგრესიულია და არღვევს ფეისბუქის სტანდარტებს: “ჩვენთვის მიუღებელია ტექსტის იs კონტენტი, რომელიც ღია აგრესიას, ეთნიკურ შეურაცხყოფასა და ძალადობისკენ მოწოდებას შეიცავს”, – აღნიშნა ცუკერბერგმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.