რუბრიკები
სოფელ პატარა ფოთში ადგილობრივი მამუკა ხურცილავა სამმა პირმა სცემა
ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთში ადგილობრივი მცხოვრები მამუკა ხურცილავა სამმა უცნობმა პირმა სცემა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. დაზარალებული  მამუკა ხურცილავა განმარტავს, რომ  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უცნობმა პირებმა დაუძახეს, ობიექტიდან გამოსვლისა და მათთან მიახლოებისთანავე კი ფიზიკურად გაუსწორდნენ და მხარი დაუდგენელი საგნით დაუზიანეს.  "ჩემთვის უცნობი ადამიანები მოვიდნენ და მცემეს. დაზიანებები მაქვს სახისა და მკლავის არეში. მეუბნებოდნენ, რომ პოლიტიკური შეხედულებებისგან თავი შემეკავებინა. მოვითხოვ ობიექტურ გამოძიებას. რამდენიმე დღის წინ შევხვდი პატარა ფოთის ყოფილ გამგებელსა და პოლიციის უფროსს. თავდამსხმელებმა ეს შეხვედრაც შემახსენეს. ასევე დამემუქრნენ, რომ ეს არაფერია, რადგან სახლში ორი ბიჭი გეზრდებაო", - აღნიშნა მამუკა ხურცილავამ. მამუკა ხურცილავა მომხდარს მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით აღიძრა. ხურცილავა  წუხელ ჯერ ხობის, შემდეგ კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.