რუბრიკები
ქალაქ ზუგდიდის მერია მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციას გეგმავს
ქალაქ ზუგდიდის მერია აუქციონის წესით ოთხი ობიექტის გაყიდვას გეგმავს. მათ შორისაა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (სახანძრო) შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, კედიას ქუჩაზე მდებარეობს.  ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თენგიზ ქოჩუას თქმით, მიწის ნაკვეთი, სადაც ამჟამად სახანძრო შენობა დგას,  1061 კვ.მ-ია. აუქციონზე მიწის ნაკვეთის  საწყისი ფასი 360 ათასი ლარი იქნება. აღნიშნული მიწის ნაკვეთი სხვადასხვა პირობებით იყიდება. მათ შორის, უნდა აშენდეს საერთაშორისო ბრენდის მქონე სავაჭრო ობიექტი, დასაქმდეს მინიმუმ 70 ადამიანი, განხორციელდეს არანაკლებ 1, 5 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია და სხვა. საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბათლომე შელიამ საკრებულოს სხდომაზე  განაცხადა, რომ  აღნიშნული მიწის გაყიდვის პირობები მასში ეჭვებს ბადებს და აქედან გამომდინარე მისი ფრაქცია ამ საკითხს მხარს არ დაუჭერს. მისივე თქმით, ეს კომპანია შესაძლებელია იყოს სწრაფი კვების ობიექტი „ვენდი“. „ჩვენ მივესალმებით ყველა კომპანიის შემოსვლას, თუმცა, ჩვენ შენიშვნები გვაქვს პირობებთან. დაუშვათ, რომელიმე კომპანიამ შემოგვთავაზა მილიონ ლარზე მეტი, მაგრამ ვერ ასაქმებს 70 კაცს და ასაქმებს 50 ადამიანს, ამ შემთხვევაში რას ვაკეთბთ? ამაზე პასუხი ვერ მივიღე“, - თქვა ბათლომე შელიამ. გარდა ამისა, ქალაქის მერია სასტუმრო„ ოდიშის“ შენობის ნაწილის, მეორე და მესამე სართულის  გაყიდვას გეგმავს. მეორე სართულზე მდებარე ფართი 320 კვ.მ-ია და მისი საწყისი ღირებულება 147 ათასი ლარია, ხოლო მესამე სართულის საწყისი ფასი 123 ათასი ლარია და მისი საერთო ფართი მეორე სართულის ტოლია. ამ შემთხვევაში, მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან 6 თვეში მხოლოდ გარე ფასადის მოწესრიგება მოუწევს. რაც შეეხება თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე 700 კვ. მ მიწის ნაკვეთის საწყისს ღირებულებას, ის 96 ათასი ლარს შეადგენს და აუქციონი უპირობოა. ზემოაღნიშნული ობიექტების გაყიდვას, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა, ყველა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.