რუბრიკები
საუდის არაბეთში "ოცნებების ქალაქი" შენდება
"მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის" მშენებლობა 2035 წელს დასრულდება და იგი დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი დაჯდება. როგორც დეველოპერები აცხადებენ, ახალი ქალაქი წითელი ზღვის აუზის რეგიონში მთავარი ლოჯისტიკური და მრეწველობითი ცენტრი იქნება. "მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქის" პროექტი 2006 წელს საუდის არაბეთის მეფე აბდულას ინიციატივით შეიქმნა. ქალაქი ქვეყნის ამჟამინდელ სავაჭრო ცენტრ ჯიდადან 100 კილომეტრში შენდება. როგორც ვარაუდობენ, პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქში უამრავი ინდუსტრიული პარკი, საავადმყოფო და სკოლა იქნება. ქალაქში 2 მილიონზე მეტი ადამიანი დასახლდება. მშენებლების პროგნოზით, "მეფე აბდულას ეკონომიკური ქალაქი" ასევე მსოფლიოში საუკეთესო 10 საპორტო ქალაქს შორის მოექცევა. ინოვაციური ქალაქის მშენებლობას ორგანიზებას კომპანია Emaar Economic City უწევს, რომელიც ერთ-ერთ წამყვან სამშენებლო კომპანიას წარმოადგენს საუდის არაბეთში. "ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ პროდუქტი, რომელშიც ადამიანებს სურვილი ექნებათ განახორციელონ ინვესტიციები", - აღნიშნა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფაჰდ ალ-რაშედმა. ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია, "ოცნებების ქალაქში" 3 000 ადამიანი უკვე ცხოვრობს
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.