რუბრიკები
ახალი ტანსაცმელი შეძენისთანავე უნდა გაირეცხოს
კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი დონალდ ბელსიტო ამტკიცებს, რომ მაღაზიაში შეძენილი ნებისმიერი ახალი სამოსი მაშინვე უნდა გაირეცხოს. ის აღნიშნავს, რომ ტანსაცმლის მწარმოებლები ხშირად იყენებენ სპეციალურ ქიმიკატებს, იმისათვის, რომ მათი პროდუქცია მომხმარებლისთვის მიმზიდველად გამოიყურებოდეს. ქიმიკატებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ალერგიული რეაქცია და კანის დაავადება. ამის გარდა ახალი სამოსი უამრავი ბაქტერიისა და მწერის ბუდეა. ვერავინ წარმოიდგენს, თუ რამდენჯერ ისინჯავენ მას მომხმარებლები, ვიდრე სასურველ ნივთს აირჩევენ. ამასთან ტანსაცმლის მწარმოებლები ვალდებულნი არ არიან ინფორმაცია გასცენ თუ რა სახის ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ თავიანთი პროდუქციისთვის. ცოტა ხნის წინ ახალ ზელანდიაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ჩინეთში დამზადებული ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობა შეიცავს დასაშვებ ნორმაზე 900-ჯერ მეტ ქიმიურ ნივთიერებას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ნივთიერება -ფორმალდეგიდური კუპრი, ის გამოიყენება ტანსაცმლის ზოგიერთი სახეობისთვის, რათა არ დაიჭმუჭნოს და ნაკეცები არ გაიკეთოს. ეს ნივთიერება იწვევს ალერგიულ რეაქციას, ზოგიერთი მეცნიერის მტკიცებით კი ის შესაძლოა კანის კიბოს გამომწვევიც კი გახდეს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.