ამერიკელმა რეჟისორმა “It” – ის რიმეიქის გადაღებაზე უარი განაცხადა. ორიგინალი 1990 წელს სტივენ კინგის წიგნის მიხედვით გადაიღო რეჟისორმა ტომი ლი უოლესმა.
ფუკუნაგას და კინოკომპანია New Line Cinema- ს გავრცელებული ინფორმაციით უთანხმოება მოუვიდათ ფილმის ბიუჯეტთან დაკავშირებით.
გამოცემა Variety იუწყება, რომ ფუკუნაგას და შემოქმედებით ჯგუფს ფილმის ორ ნაწილად გაყოფა სურდათ, თუმცა New Line Cinema – მ არ გაითვალისწინა მათი სურვილი, რის გამოც რეჟისორმა პროექტი დატოვა. გადაღებები 2015 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ცვლილებების გამო ფილმზე მუშაობის დაწყება შეჩერებულია.
რიმეიქში კლოუნის როლზე ახალგაზრდა მსახიობი უილ პოულტერი გახლავთ წარდგენილი.
|
მასალის გამოყენების პირობები