რუბრიკები
ავსტრალიის ხელისუფლება ჯონი დეპს 10-წლიანი პატიმრობით ემუქრება
ავსტრალიის ხელისუფლება ჰოლივუდის მსახიობს ჯონი დეპს 10-წლიანი პატიმრობით ემუქრება. მსახიობს ქვეყანაში ძაღლების კონტრაბანდური გზით შეყვანასა და კარანტინთან დაკავშირებული კანონების დარღვევაში ედავებიან. როგორც The Sydney Morning Herald-ი იტყობინება, ჯონი დეპს ასევე ემუქრება 270 ათასი დოლარის ჯარიმის გადახდაც. შესაბამისი წინადადება ქვეყნის სენატში სხდომის მიმდინარეობისას გაჟღერდა. ამის გარდა შესაძლოა ორწლიანი პატიმრობა მიესაჯოს მსახიობის პილოტსაც, რომელმაც ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით, ჯონი დეპს ცხოველების შეყვანაში დაეხმარა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მთავრობის განცხადების შემდეგ დეპმა თავის ცოლთან ემბერ ჰერდთან ერთად ავსტრალია სასწრაფოდ დატოვა. ჯონი დეპი ავსტრალიაში „კარიბის ზღვის მეკობრეების“ მეხუთე ნაწილის გადაღებებზე იმყოფებოდა. გადამღები ჯგუფის წარმომადგენელმა მაიკლ სინგერმა განაცხადა, რომ დეპის გამგზავრება მანამდე იყო დაგეგმილი და ის სენატის განცხადებას არანაიარად არ უკავშირდება. სინგერის თქმით, ლოს-ანჯელესში მსახიობი ქალიშვილის ლილი-როუზის დაბადების დღისთვის გაემგზავრა. სინგერისვე თქმით, დეპის არყოფნა „კარიბის ზღვის მეკობრეების“ გამოსვლის გრაფიკზე არ იმოქმედებს. გადამღები ჯგუფი იმ სცენებს გადაიღებს, რომელშიც მსახიობი არ მონაწილეობს. სინგერს არ დაუზუსტებია თუ როდის დაბრუნდება ავსტრალიაში ჯეკ ბეღურას როლის შემსრულებელი. ფილმის მეხუთე ნაწილის გამოსვლა 2017 წლის 7 ივლისაა დაგეგმილი. სურათის წინა ოთხმა სერიამ მსოფლიო მასშტაბით 3,73 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.